გოგოების ისტორიები
ბიჭი ბავშვობიდან
გამარჯობათ, მე ირინკა ვარ 23 წლის. სოფელში დავიბადე და გავიზარდე. ბავშობაში ერთ ბიჭს ვუყვარდი. ჩემი უბნელი და სკოლელი იყო. ჩემზე 4 წლით უფროსი. ძალიან გაჭირვებული ოჯახიდან იყო. დედამისი სულ ფულის სასესხად დადიოდა ხოლმე. ერთხელ მახსოვს მეზობლის ქალები დასცინოდნენ, რომ დავინახავთ ეგრევე ვიმალებით ვიცი, რომ ფული უნდა გვთხოვოსო. მე არასდროს არ მყვარებია გიორგი და ყოველთვის ზემოდან ვუყურებდი. ბავშვობიდან ვცეკვავ და ძალიან მაგარი ტანი მაქვს. ლამაზი და ეშხიანი ვარ, ამიტომ ბევრი პაკლოვნიკი მყავდა. ბიჭები სულ დამდევდნენ. გულებს მინთებდნენ და საჩუქრებს და ყვავილებს მიგზავნიდნენ. მოსვენება არ მქონდა, თუმცა მათთან კეკლუცი და გაპრანჭვა მიყვარდა. (შეყვარებულებიც ბლომად მყავდა). გიორგისაც, ასე ვუკეთებდი ვეპრანჭებოდი და მერე ვაიგნორებდი და მწარე რაღაცეებს ვეუბნებოდი. მაგრამ გიორგი სხვებს არ გავდა არ დამდევდა და არ მაწუხებდა არასდროს. კარგი ჭკვიანი ბიჭი იყო. ჩემი ძმაკაცების ძმაკაცი იყო და ყოველთვის კარგს ამბობდნენ მასზე. ძაან უყვარდათ. დედაჩემმა გაიგო, რომ ვუყვარდი (სოფელში არაფერი იმალება) დამემუქრა არ დაგინახო მაგ მათხოვარს გაეკარო, თორე სახლიდან ფეხს არ გაადგავ და არაფერს აღარ გაღირსებო. ეგ მათხოვრებიღა მაკლიანო. გიორგიმ სკოლა დაამთავრა, უფასოზე მოეწყო უმაღლესში. თბილისში გადავიდა და იშვიათად ჩამოდიოდა. მე სკოლაც არ მქონდა დამთავრებული, რომ 17 წლის გავიპარე და ბირჟავიკ სირს მაშინ, რო კაი ტიპი მეგონა ცოლად გავყევი. 4 თვეც ვერ გავძელით ერთად სულ ვჩხუბობდით და დავშორდი. მერე მეც თბილისში წამოვედი და მუშაობა დავიწყე კლუბში და სამოდელო სააგენტოში დავდიოდი. გიორგი თბილისში კარგად მოეწყო. ამბობდნენ ძაან მაგარი სამსახური აქვს და მაგარ ფულს შოულობსო. თბილისში სახლი იყიდა. სოფელში თავისებს მაღაზია და ფურნე გაუხსნა და სახლი და ეზო ისე გააკეთა სოფელში მისნაირი სახლი არავის აქვს. ერთხელ დედაჩემმა მითხრა ეს გიორგი რას შოულობს ამისთანას რა ბიჭი დადგაო. იმდღეს იყო მოსული ისეთი მანქანითო ისეთი შეცვლილი და გასიმპატიურებულიაო. მაგას, მაინც გაყოლოდი ცოლად ქარაფშუტა, რომ ხარო. გულში გამეცინა. რა ცოტა უნდა ადამიანს მეორე ადამიანზე აზრის შესაცვლელად. მე სტრიპტიზ კლუბში მიმტანად ვმუშაობდი და
Istoriis saxeli : ბიჭი ბავშვობიდან
Damatebis tarigi : 02.04.2020|13:39
Nanaxia : 17669
Avtori : ირინკა
Shepasebis qula: Shepasebis raodenoba: 10
Komentarebi gamortulia
Online: 23 | Kumshva: 68.1%