გეი ისტორიები
ჩემი სექს მასწავლებელი
გამარჯობა, ბექა ვარ, 23 წლის, ბისექსუალი. რეგულარული სექსი მხოლოდ გოგოსთან მაქვს, ბიჭთან ურთიერთობას რაც შეეხება, ამ მხრივ, პატარა ბიოგრაფია მაქვს. არადა გოგოებზე მეტად თუ არა, ნაკლებად ნამდვილად არ მაინტერესებს ბიჭები. ეს ამბავი ორი წლის წინ გადამხდა. მე და ჩემი ძმა თბილისში ვცხოვრობთ, მშობლები იმერეთში გვყავს. ერთ დღესაც დასავლეთისკენ მიმავალ მარშუტკაში ვზივარ, ჩემ გვერდით შუახნის ქალი ზის, არ გამიმართლა-მეთქი, ვეუბნები საკუთარ თავს, მაგრამ მალე ქალმა კატეგორიულად მოითხოვა წინ გადაჯდომა, ვინაიდან ვინც წინ იჯდა, მან რაღაც მიზეზის გამო დარჩენა გადაწყვიტა. მძღოლს, რომელსაც წინა ადგილის გაყიდვა უფრო ეადვილებოდა, ნამდვილად აღარ ჰქონდა აყალ-მაყალის თავი და დაღლილი სახით დათანხმდა ქალს. მალე ჩემ გვერდით მაღალი ბიჭი დაჯდა ღია ფერის თმითა და თვალებით. მაშინ კი გამომიკეთდა გუნება და დაიძრა თუ არა მარშუტკა, საუბარი დავიწყეთ. ბევრი რომ არ გავაგრძელო, სხვადასხვა თემას შევეხეთ, ვიცინეთ, როგორც ხდება ხოლმე. მომეწონა ეს ბიჭი. საკმაოდ კარგ ტანზე იდგა, მომდგარი მაისური ეცვა და მისი სხეულის ნაკვთები ადვილად აღსაქმელი იყო. შიგადაშიგ ვაკვირდებოდი, რამდენჯერმე მისი უბისკენაც გამექცა თვალი. ჩემი ფეხი მის ფეხს ედებოდა და მეც ეს მსიაოვნებდა, ტანში ჟრუანტელი მივლიდა. საუბარში ტაბუს თემას შევეხეთ და გარკვეულწილად სექსსაც გადავწვდით. არავითარი მინიშნება ან გადაკრული, უბრალოდ მსიამოვნებდა მასთან ლაპარაკი. ზუსტად სამჯერ "შემთხვევით" შევეხე მის ხელს, ახლაც მახსოვს რბილი კანი გქონდა, თბილი და სასიამოვნო. რიკოთის უღელტეხილზე, როცა ყველა ჩავიდა და მხოლოდ ჩვენ და მთვლემარე ბებო დავრჩით მარშუტკაში, ფეხზე შემეხო, ეს არ ყოფილა შემთხვევითი შეხება, გავიტრუნე, მხოლოდ ერთმანეთის სუნთქვა გვესმოდა. არაფერი მითქვამს, მხოლოდ მანამდე, სანამ ხალხი ამოვიდოდა, ხელზე მოვკიდე ხელი. ეს ყველაფერი წამებში მოხდა და როცა გზა გავარგძელეთ, საკუთარ თავს ვეკითხებოდი: "ხომ ნამდვილად მოხდა, ხომ არ მომეჩვენა-მეთქი". მგზავრობის დასრულებამდე მხოლოდ ის მოვახერხეთ, რომ ერთმანეთი სოციალურ ქსელში დავიმატეთ და ამ ამბიდან ზუსტად ორი კვირის შემდეგ მან თავსითან დამპატიჟა თბილისში, თავისი ნახატები უნდა ეჩვენებინა.
Istoriis saxeli : ჩემი სექს მასწავლებელი
Damatebis tarigi : 25.08.2020|07:58
Nanaxia : 11674
Avtori : Cocou
Shepasebis qula: Shepasebis raodenoba: 17
Komentarebi gamortulia
Online: 40 | Kumshva: 67.3%