სხვადასხვა
ყველაფერი შესაძლებელია
გამარჯობა, ერთი წლის წინ დავწერე ისტორია სახელად "ფრთხილად აივი". ვარ 37 წლის საკმაოდ სიმპატიური კაცური ბიჭი, ქალთან პირველად 18 წლის ასაკში ვიყავი და მას მერე დღემდე ქალთან აღარ ვწოლილვარ, ჩამოვყალიბდი გეი ბიჭად და ცოტა არ იყოს და იქამდე ავიწყვიტე სანამ აივი ინფექცია და b ჰეპატიტი არ ავიკიდე. ხო წარმოგიდგენიათ რა დღეში ჩავარდი, თავის მოკვლა გადავწყვიტე და ვერანაირად ვერ შევძელი ალბათ აქაც მაგარი ბიჭი უნდა იყო...
ერთ დღესაც საკუთარ თავს მაგრად გავულაეუნე და აზრზე მოყვანა ვუბრძანე, ასეც მოხდა დავიწყე მკურნალობა ასევე საკუთარ თავზე მუშაობა, რაც მე შევძელი და ზუსტად წელიწად ნახევარში ოჯახი შევქმენი სრულიად ჯანმრთელმა ადამიანმა უკვე, რამოდენიმე თვეა დაოჯახებული ვარ უკვე და თავს არაჩვეულებრივად ვგრძნობ. რაც მთავარია და რისიც მეშინოდა რომ ქალთან სექსს ვერ შევძლებდი ეს პრობლემაც მარტივად დავძლიე... ტვინს ვუბრძანე და ისე გამოვიდა როგორც მე მინდოდა...
ამით იმის თქმა მინდა, რომ გამოსავალი სიკვდილში კიარა მხოლოდ ბრძოლაშია თუ საკუთარ თავზე გაიმარჯვებ ყველაფერზე გაიმარჯვებ.
P.s კაცთან რაც ცოლი მოვიყვანე არ ვწოლილვარ. ამ შემთხვევაში საკუთარი თავი რომ არ მოვატყუო ამ ნაბიჯს ისევ დავუბრუნდები, მაგრამ არ ვიცი როდის, რადგან ეს გარდაუვალია!
Istoriis saxeli : ყველაფერი შესაძლებელია
Damatebis tarigi : 24.12.2020|13:24
Nanaxia : 11665
Avtori : უცხო ბიჭი
Shepasebis qula: Shepasebis raodenoba: 2
Komentarebi gamortulia
Online: 15 | Kumshva: 64.5%