სხვადასხვა
ფრთხილად აივი!
გამარჯობათ, 3 წლის წინ დავწერე ჩემი ისტორია სათაურით, ფრთხილად აივი! 3 წლის წინ აივი ინფექცია დამემართა ჩემი დაუდევრობით და ატეხილობით, (ვარ გეი რავი ვისთვის ბი სექცუალიც მაგრამ მე თავს გეიდ ვთვლი) რათქმაუნდა ადვილი გადასატანი არ იყო ეს ყველაფერი ფსიქოლოგიურად ძალიან ძირს დამაგდო, ყველაზე რთული ის იყო რომ ამ თემაზე თითქმის ვერავის ვესაუბრებოდი! მაგრამ საკუთარ თავს დაცემის საშუალება არ მივეცი. დავიწყე მკურნალობა და ძალიან მალე ჩემი ჯანმრთელობაც ჩვეულ რიტმს, ფორმას დაუბრუნდა! საბედნიეროდ ამ პერიოდში გამოჩნდა ძალიან კარგი ადამიანი (გოგო) რომელიც ერთ წელიწადში ჩემი მეუღლე გახდა, მალევე ბავშვიც შეგვეძინა სრულიად ჯამრთელი! რათქმაუნდა მეუღლე არ დაინფიცირებულა რადგან ვირუსი ნულია ჩემში! იმდენად შევეჩვიე ოჯახურ მყუდრო ცხოვრებას რომ სულ ვფიქრობ ხოლმე რომ ნეტა ეს ადამიანი ჩემს ცხოვრებაში აქამდე გამოჩენილიყო, მაგრამ ალბათ ეს გზაც უნდა გამევლო რომ რაღაც რაღაცეებზე დავფიქრებულიყავი და ჭკუა მესწავლა!
ამ ისტორიას იმიტომ ვყვები რომ ამ თემაზე საუბარი საზოგადოებაში თითქმის შეუძლებელია, რადგან აივი ინფექცია რაღაც კატასტროფა დასასრული გონიათ, მაგრამ ეს ასე არა!
ერთი სიტყვით ნუ დანებდებით, ცხოვრებაში რაც არ უნდა მოხვდეს!
მე დღეს თავს ბედნიერად ვთვლი და ეს ჩემი მეუღლის დამსახურება!
თუმცა წინ რა იქნება არავინ არ ვიცით!
Istoriis saxeli : ფრთხილად აივი!
Damatebis tarigi : 19.09.2021|10:50
Nanaxia : 6390
Avtori : უცნობი
Shepasebis qula: Shepasebis raodenoba: 3
Komentarebi gamortulia
Online: 44 | Kumshva: 65.1%